“მელია ჰყავთ ძალით ჩასმული თვითონვე ციხეში, რომ რამენაირად მოახერხონ და პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა აწიონ”


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს კანონისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე.
"არანაირი დიდი მოლოდინი არ მაქვს, აქცია არავის აღარ უკვირს დღეს, მით უმეტეს აქცია, რომელიც ცარიელ ადგილზე ტარდება, როდესაც მელია ჰყავთ ძალით ჩასმული თვითონვე ციხეში, იმიტომ, რომ რამენაირად მოახერხონ, რომ პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა აწიონ. ესაა მელიასა და მელიას გარშემო შეკრებილი პოლიტიკოსების მიზანი, მეტი არაფერი. საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს კანონისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. რას ნიშნავს სიტუაცია დაიძაბება? კიდევ ერთხელ დაიწყებენ შტურმის მიტანას?ესაა მათი საბოლოო მიზანი და პოლიტიკური არსენალი?" – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ნიკა მელიას მხარდასაჭერად დღეს მასშტაბური აქცია იგეგმება. მსვლელობას სხვადასხვა ლოკაციაზე შეკრებილი ოპოზიციური პარტიის ლიდერები და აქტივისტები შეუერთდებიან. საპროტესტო მსვლელობა დასრულდება პარლამენტის შენობასთან, სადაც უკვე ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავენ და სამომავლო გეგმების გაცნობენ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს