“მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება არის გადაწყვეტილება ოპოზიციის დაპატიმრების შესახებ”


ავტორი
Front News საქართველო
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება იგივე ოპოზიციის დაპატიმრების გადაწყვეტილების ტოლფასია. ამის შესახებ მან "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში განაცხადა, სადაც ლიდერები და მოქალაქეები იმყოფებიან.
მისი თქმით, ამ ყველაფერს სიმშვიდეს და სრულ სოლიდარობას უპირისპირებენ.
"სამწუხაროდ, ხელისუფლებამ აირჩია კონფრონტაციის გზა, დაპირისპირების გაღრმავების გზა, ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება არის გადაწყვეტილება ოპოზიციის დაპატიმრების შესახებ. ეს არის ტოლფასი ოპოზიციის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება. შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვუპირისპირებთ სრულ სოლიდარობას, სიმშვიდეს, ყველაზე დიდი ძალა და იარაღი ჩვენს ხელში არის სიმართლე და ზრუნვა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის. ეს არის ისეთი იარაღი, რომელიც ყველაფერს დაამარცხებს და წინ აღუდგება ყველა ძალისმიერ მეთოდს ჩვენს წინააღმდეგ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს