“მელიას თუ გადაუხდის ევროკავშირი, ეს იქნება მისი ძალიან დიდი შეურაცხყოფა და დიდი რეპუტაციული დაზიანება საკუთარი თავის”

ავტორი
Front News საქართველო
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელიას გირაოს ევროკავშირი გადაიხდის, გიორგი რურუა კი ელექტრონული სამაჯურით გათავისუფლდება.
როგორც ნიკა გვარამიამ გადაცემაში "დღის სტუმარი" განაცხადა, ოპოზიციამ ამ დოკუმენტს ხელი არ უნდა მოაწეროს.
მისი ინფორმაციით, ამ შინაარსის შეთანხმებას ხელს არც "ქართული ოცნება" აწერს.
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის თქმით, ეს წინადადებები "ოცნების საჭიროებებსა და კომფორტზეა აწყობილი. "როგორ დავითანხმო "ქართული ოცნება", არ არის მოლაპარაკებები. მოლაპარაკებები არის, როგორ განვმუხტო მძიმე სიტუაცია", – აღნიშნავს ნიკა გვარამია.
"როდესაც საომარი მდგომარეობაა, შეცდომაა გრძელვადიანი პერსპექტივის საკითხებზე საუბარი, როცა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა დაიდოს. ამ დონის კრიზისი გვაქვს. რაღაცა დოკუმენტი შედგეს, სადაც ძირითადად, სამომავლო პერსპერქტივები წერია, ეს არის კლასიკური შეცდომა საომარ მდგომარეობაში. ჯერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებები იდება, დანარჩენი ხდება მერე", – აცხადებს ნიკა გვარამია.
მისივე თქმით, ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდა მისი დიდი შეურაცხყოფა იქნება. გიორგი რურუას გამოშვება კი "ქართულ ოცნებას" არჩევნებამდე არ აწყობს.
"მელიას თუ გადაუხდის ევროკავშირი, ეს იქნება ძალიან დიდი შეურაცხყოფა მელიასი და ძალიან დიდი რეპუტაციული დაზიანება საკუთარი თავის, ევროკავშირის მხრიდან, ვერ წარმომიდგენია რომ ეს შეიძლება მოხდეს. რურუას გამოუშვებენ სამაჯურით ნოემბერში, ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და რურუას არჩევნებში ჩართვის რომ ეშინოდათ, იმიტომ დაიჭირეს. "ოცნებას" არ აწყობს რურუას გამოშვება ნოემბერში. როგორ შეიძლება ასე დოკუმენტის შედგენა, რა აწყობს "ქართულ ოცნებას", – აცხადებს ნიკა გვარამია.
თაგები:


კახა კალაძე – თუ პრეზიდენტი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ეს იქნება ძალიან მძიმე მისთვის და მისი კარიერისთვის

გიორგი ბაჩიაშვილი – კიდევ თუ დამიჭირეს, ჩამკეტეს და ვიღაცის განადგურების შიშით რაღაცა ჩამაწერინეს, ეს იქნება ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ განხორციელებული

ვახტანგ კაპანაძე – ომი არ დამთავრდება, მხოლოდ ცეცხლი შეწყდება და დიდი ალბათობით ეს შესაძლოა, 9 მაისს მოხდეს