
ავტორი
Front News საქართველო
ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმაც მიიღო, რითაც ერთი მხრივ, შიდა კონკურენტი მოიშორა და მეორე მხრივ, მისგან ისეთი პერსონის შექმნა სცადეს, რომლის ირგვლივაც საზოგადოება გაერთიანდება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ჩემი შეფასებით, მხოლოდ მელიას არ მიუღია ეს გადაწყვეტილება. პირველ რიგში, მასთან ერთად მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა მისი პატიმრობა, რითაც ორი კურდღელი დაიჭირა – ერთი ის, რომ შიდა კონკურენტი მოიშორა და მეორე ის, რომ მელიასგან უნდათ ისეთი პერსონის გამოყვანა, რომლის ირგვლივაც საზოგადოების კონსოლიდაცია მოხდება, რაც ასე არ მოხდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სპეცრაზმმა 23 თებერვალს პარტიის ოფისში დააკავა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს