Logo

მელიტოპოლის გატაცებულ მერს ოკუპანტები “ტერორიზმში” ადანაშაულებენ

მსოფლიო
1358
Frontnews image description

რუსი ოკუპანტებს მელიტოპოლის გატაცებული მერი ივან ფიოდოროვი ოკუპირებულ ლუგანსკში ჰყავთ, დნეპრორუდნის მერის ევგენი მატვეევის შესახებ კი ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. ამის შესახებ ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა.

 

“ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მელიტოპოლის გატაცებული მერი ივან ფიოდოროვი ოკუპირებულ ლუგანსკში ჰყავთ, მას ოკუპანტები ტერორიზმში ადანაშაულებენ. დნეპრორუდნის მერი ევგენი მატვეევი ასევე ოკუპანტების ტყვეობაშია, თუმცა მის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია უცნობია“, – განაცხადა სტარუხმა.

 

ივან ფიოდოროვი ოკუპანტებმა 11 მარტს გაიტაცეს, ევგენი მატვეევი კი 13 მარტს.

Advertisement