მელიტოპოლის გატაცებული მერის გასათავისუფლებლად უკრაინის სპეცსამსახურები მუშაობენ


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის სპეცსამსახურები ოკუპანტების მიერ გატაცებული მელიტოპოლის მერის ივან ფიოდოროვის გასათავისუფლებლად ზომებს იღებენ. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ის კვლავ რუსი დამპყრობლების ხელშია, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ევგენი ენინმა განაცხადა.
“ამ ეტაპზე ვიცით, რომ ის რუსეთის საოკუპაციო ძალების ხელშია. ჩვენი სპეცსამსახურები იღებენ გარკვეულ ზომებს მის გასათავისუფლებლად”, – განაცხადა იენინმა.
ივან ფიოდოროვი ოკუპანტებმა 11 მარტს გაიტაცეს და წუხელ მელიტოპოლის ახალ „მერად“ ოპოზიციური ბლოკის წარმომადგენელი გალინა დანილჩენკო გამოაცხადეს.
თაგები:
ივან ფედოროვი

მელიტოპოლის მოსახლეობა ოკუპანტების მიერ გატაცებული მერის გათავისუფლებას მოითხოვს

ვლადიმერ ზელენსკი – უკრაინა მელიტოპოლის მერის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ყველა ქალაქის ხელმძღვანელის უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს

უკრაინის გენშტაბი – თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას მელიტოპოლის და ბახმუტის მიმართულებით