
ავტორი
Front News საქართველო
ვაქცინის მეორე დოზა ყველას ერგება, ყველა დაწყნარდეს, დამშვიდდეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
პაატა იმნაძის თქმით, ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება, სად აიცრას.
„ასტრაზენეკას“ ერთი დოზის აცრიდან მეორე დოზამდე რვა-თორმეტი კვირა სჭირდება. ადამიანს 12 კვირის შემდეგ უნიშნავ დღეს, როდესაც უნდა მივიდეს. მესმის, ყველაფრის კრიტიკა შეიძლება, მაგრამ არჩევანის თავისუფლება რატომ უნდა წავართვათ. მეორე დოზა ყველას ერგება, ყველა დაწყნარდეს, დამშვიდდეს. მეორე დოზა ყოველთვის არის შენახული. ასე რომ, აცრის გარეშე არავინ დარჩება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს