"თუ საქართველოს ხელისუფლება კვლავ არ გადაჭრის არსებულ პრობლემებს, ვიზების შეჩერება შესაძლოა, მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს"

ავტორი
Front News საქართველო
იმის გათვალისწინებით, რომ დემოკრატიული უკუსვლა სისტემურ და მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს, კომისია განიხილავს შესაბამისი ზომების მიღებას ვიზალიბერალიზაციის შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში, რომელიც ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს შევა, - ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაშია აღნიშნული.
ევროკომისიის განცხადებით, ახალი წესების თანახმად, პირველ ეტაპზე ვიზების შეჩერება შესაძლოა, შეეხოთ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რომლებიც უპირატესად არიან პასუხისმგებელი კომისიის რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე.
"იმის გათვალისწინებით, რომ დემოკრატიული უკუსვლა სისტემურ და მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს, კომისია განიხილავს შესაბამისი ზომების მიღებას ვიზალიბერალიზაციის შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში, რომელიც ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს შევა.
ახალი წესების თანახმად, პირველ ეტაპზე ვიზების შეჩერება შესაძლოა, შეეხოთ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რომლებიც უპირატესად არიან პასუხისმგებელნი კომისიის რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე. ამჟამად მოქმედი წესებისგან განსხვავებით, ახალი რეგულაცია უზრუნველყოფს შეჩერების მექანიზმის ერთგვაროვან გამოყენებას ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში. ეს ნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ევროკავშირის დონეზე აღდგება სავიზო მოთხოვნა ამ ჯგუფებისთვის, ორმხრივი (ბილატერალური) სავიზო გამონაკლისები დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის აღარ იქნება შესაძლებელი.
მეორე ეტაპზე, თუ საქართველოს ხელისუფლება კვლავ არ გადაჭრის არსებულ პრობლემებს, შეჩერება შესაძლოა, მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს. საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა სრულად დაკარგოს უვიზო მიმოსვლის სტატუსი და გადაინაცვლოს იმ მესამე ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირი ვიზას სთხოვს", - აღნიშნულია ევროკომისიის ანგარიშში.
თაგები:
ვიზალიბერალიზაცია




