
ავტორი
Front News საქართველო
გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოც წერილს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო აქვეყნებს.
“ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, ახლა, როდესაც თქვენ და საქართველოს მოსახლეობა ზეიმობთ თქვენი დამოუკიდებლობის დღეს, ჩემს მეუღლეს და მე გვაქვს სიამოვნება, გადმოგცეთ ჩვენი გულითადი მილოცვა თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს. მე ვაფასებ კავშირს ჩვენს ერებს შორის და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ქვეყნები შეძლებენ ერთად მჭიდროდ მუშაობის გაგრძელებას მნიშვნელოვან გლობალურ საკითხებზე, იქნება ეს მშვიდობა და კეთილდღეობა თუ გარემოს დაცვა და კლიმატური ცვლილებები, რაც ჩვენს მომავალ თაობებს სამომავლოდ სარგებელს მოუტანს.
ჩემს მეუღლეს და მე გვსურს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და გადმოგცეთ თქვენ და ყველა ქართველს ჩვენი უთბილესი სურვილები მომავალი წლისთვის“, – აღნიშნულია მეფე ჩარლზის მისალოც წერილში.
თაგები:
ჩარლზ III
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს