მექსიკის პრეზიდენტი აშშ-ს მოუწოდებს, უკრაინის ნაცვლად, ლათინური ამერიკის ქვეყნებს დაეხმაროს


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის სამხედრო ხარჯები უკრაინაზე “არაგონივრულია“, ვაშინგტონმა მეტი რესურსი უნდა მიმართოს ლათინური ამერიკის ქვეყნების დასახმარებლად, – ამის შესახებ მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორმა განაცხადა.
“უბრალოდ ვუყურე, როგორ არ დამტკიცდა ახლა უკრაინის სამხედრო დახმარება. მაგრამ რა თანხა გამოჰყვეს უკრაინისთვის? 30-50 მილიარდი დოლარი. ეს არის ყველაზე ირაციონალური რამ, რაც შეიძლება მოხდეს. ეს საზიანოა”, – განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა.
The Guardian წერს, რომ ლოპეს-ობრადორი დიდი ხანია, მოუწოდებს შეერთებულ შტატებს გამოუყოს მეტი თანხები მიგრაციის ზეწოლის შესამსუბუქებლად და ეკონომიკური განვითარებისთვის ცენტრალურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებს.
თავის რეგულარულ ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე ლოპეს-ობრადორმა გააკრიტიკა აშშ-ის კონგრესი იმის გამო, რომ ლათინური ამერიკის რეგიონისთვის ფული არ გამოყო.
თაგები:
უკრაინა