
ავტორი
Front News საქართველო
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“რუსთან რომ წამეგო, ალბათ, თავს მოვიკლავდი. ქართველები მხოლოდ 5 მილიონი ვართ, მაგრამ ძალიან ძლიერები. ვიცი, რაც ხდებოდა წლების წინ ჩემს სამშობლოში, ვიცი, რა განიცადა ჩემმა ხალხმა და ვიცი, რომ რუსის დამარცხება მათთვის მნიშვნელოვანი იყო.
თუ რუსეთს ომში ჯერ ვერ ვამარცხებთ, ამის გაკეთება სპორტში შეგვიძლია. უკრაინიდანაც ბევრი მგულშემატკივრობდა.
იმედი მაქვს, ომი მალე დასრულდება და ყველა მშვიდად ვიცხოვრებთ. მახსოვს 17 წლის ვიყავი, როცა რუსეთი თავს დაგვესხა, ეს საშინელება იყო.
დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს, დიდება თავისუფლებას! შეწყვიტეთ ომი”, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი
თაგები:
მერაბ დვალიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს