
ავტორი
Front News საქართველო
საუბარი იმაზეა, რომ ავადმყოფს უმკურნალო, თუ ამას მთავრობა გააკეთებს, ამის გამო რუსეთი დასჯის?! – ამის შესახებ მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა განაცხადა.
მომღერალი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ყველას ვინც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ან სამკურნალოდ განაყვანას ითხოვს, ომი უნდა.
მისი თქმით, ამ განცხადების მიხედვით რჩება შთაბეჭდილება, რომ ომი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გამო დაიწყება.
“რა ომი უნდა მინდოდეს, ვინც მაგას ლაპარაკობს, იმას უნდა ზუსტად ომი. აქ საუბარი იმაზე ხომ არ არის, რომ გამოიყვანო და პრეზიდენტად დასვა, საუბარი იმაზეა, რომ ავადმყოფს უმკურნალო. თუ ამას გააკეთებს მთავრობა, ამის გამო რუსეთი დასჯის – რატომ გამოუშვი მიშა და რატომ მკურნალობო?!“ – განაცხადა მერაბ სეფაშვილმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს