Logo

მერაბ სულეიმანაშვილი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში U23 მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია

სპორტი
111
Frontnews image description

23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე მერაბ სულეიმანაშვილი იაპონელ არაშ იოშიდასთან 12-2 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ჩემპიონატს სერბეთის ქალაქმა ნოვი-სადმა უმასპინძლა.

მერაბ სულეიმანაშვილმა საფინალო ბრძოლამდე 1/8 ფინალში ინდოელი მოწინააღმდეგე ვიქი ვიქი დაამარცხა. შემდეგ ეტაპზე მან უკრაინელთა ქართველ მოჭიდავეს დავით მჭედლიძეს სძლია და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, სადაც რუსეთის წარმომადგენელ სოსლან ჯაგაევს მოუგო და ფინალის საგზური გაინაღდა.

საფინალო ბრძოლა იაპონელ არაშ იოშიდასთან ჩაატარა, რომელმაც ქართველ მოჭიდავეს დამაჯერებლად 12-2 მოუგო.

მერაბ სულეიმანაშვილი ქვეყანას თავისუფალი სტილით ჭიდაობაში U23-ის მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე ჩემპიონის სტატუსითა და ვერცხლის მედლით დაუბრუნდება.

Advertisement