Logo

მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

პოლიტიკა
1102
Frontnews image description

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მერაბ ტურავა დაინიშნა.

მერაბ ტურავა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად 2015 წლის 20 მარტს აირჩიეს, 2018 წლის 12 იანვარს კი თავმჯდომარის მოადგილედ და პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ დაინიშნა.

ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ 2020 წლის 25 ივნისს აირჩიეს.

მას უფლებამოსილება 2025 წლის 28 მარტს მოეწურა.

თაგები:

Advertisement