
ავტორი
Front News საქართველო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე პრეზიდენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს არდადებას ეხმაურება.
"შეკრიბო მთელი მთავრობა, საგარეო საქმეთა მინისტრიც კი (რა კავშირშია, ხომ, ადმინისტრაციულ ჯარიმებთან), საპარლამენტო უმრავლესობა-უმცირესობა, შექმნა ვეტოს დადების მოლოდინი და დაგავიწყდეს, რომ “ის ბრძენი კაცი” ბოლო მომენტში თითს დაგიქნევს, ამდენის გათვლა მაინც ხომ უნდა შეგეძლოს? თუ ვეტოს არ ადებ, განცხადება მაინც გაავრცელე, ტრიბუნასთან რას დგები? მერამდენეჯერ უნდა დააბიჯოს ფეხი ერთსა და იმავე ფოცხზე? გაეროს ტრიბუნიდან რომ ათქმევინა, კონსტიტუციას ვცლითო და მერე რომ გადააგდო, ეს მაინც არ უნდა გახსენებოდა? შევიდა როლში და მოსვეს!", – წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს