მერია – თბილისის ქუჩებსა და ქალაქის შემოგარენში გზები იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება


ავტორი
Front News საქართველო
თბილისში მოსული ნალექის გამო, დედაქალაქსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები ინტენსიურად იწმინდება. სპეცტექნიკით მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა. შპს “თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტად მუშაობენ.
“განსაკუთრებით უხვი ნალექია გლდანის რაიონში. ასევე, ამაღამ თოვასთან ერთად, მოსალოდნელია ყინვა. “თბილსერვის ჯგუფთან“ ერთად, მობილიზებული არიან რაიონული გამგეობებიც.
თოვლიანობის გამო, საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ მოგვმართონ “თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22. დაუყოვნებლივ მოხდება რეაგირება და დაიყრება ტექნიკური მარილი.
ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ავტომანქანების მძღოლებს მოვუწოდებთ, რომ იმოძრაონ ზამთრის საბურავებით”, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
თაგები:
თბილისის მერია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს