მესტიის მიმართულებით მოძრაობა აღდგა

ავტორი
Front News საქართველო
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე, სოფელ დიზთან ჩამოწოლილი მეწყერისგან გზა გაწმენდილია და მოძრაობა აღდგა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე სოფელ დიზთან, ძლიერი წვიმების შედეგად ჩამოსული მეწყერისგან საავტომობილო გზა გაწმენდილია და მოძრაობა აღდგა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ადგილზე მობილიზებულ იყო შესაბამისი ტექნიკა და გზის გახსნა დროულად მოხდა, მოხდა" – აცხადებს ნინო ვიბლიანი.
მეწყერი სოფელ დიზთან წუხელ გვიან ღამით ჩამოწვა, რის გამოც მოძრაობა ორმხრივად ჩაიკეტა. კლდის ჩამოშლა უხვმა ნალექმა გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


