Logo

მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიამ პრობლემები შექმნა

Frontnews image description

რამდენიმედღიანმა გადაუღებელმა წვიმამ მესტიის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. კერძოდ, მუჟალსა და ჟაბეში მეწყერი ჩამოწვა და 8 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

სტიქიამ დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა, მათ შორის შიდა სასოფლო გზები და ნაპირდამცავი გაბიონები. ასევე დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და სავარგულები.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, ადგილზე საპრევენციო სამუშაოები მიმდინარეობს, მუშაობს სპეცტექნიკა. ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ, პრობლემა არ შექმნილა.

თაგები:

Advertisement