
ავტორი
Front News საქართველო
შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მეტეხის გვირაბში მასშტაბური გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოები დაიწყო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია ჩატარდა, რომლის ფარგლებში, გვირაბის შიდა და გარე პერიმეტრი მოწესრიგდა, გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული სანათები შეცვალეს.
გვირაბში მოეწყო ელექტროენერგიის ქსელი და დამონტაჟდა 350 ერთეული LED სანათი. ასევე, 810 კვ.მ ფართობზე დაიხაზა გზის გამყოფი და გზისპირა ღერძულა ხაზები.
სამუშაოების მიმდინარეობას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე გაეცნენ.
ადგილზე „თბილსერვის ჯგუფის“ 150-მდე თანამშრომელი და სპეცტექნიკა იყო მობილიზებული.
თაგები:
მეტეხის გვირაბი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს