
ავტორი
Front News საქართველო
შპს “თბილსერვის ჯგუფი“ მეტეხის გვირაბში მასშტაბურ გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს იწყებს.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, გვირაბში 11 აგვისტოს 21:00 საათიდან 12 აგვისტოს 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.
“აღნიშნულ ტერიტორიაზე დასუფთავების აქციაც ჩატარდება, რომლის ფარგლებში, გვირაბის შიდა და გარე პერიმეტრი მოწესრიგდა. გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტის თანამშრომლები კი, ძველ და ექსპლუატაციიდან გამოსულ სანათებს შეცვლიან. ასევე, დაიხაზება გზის გამყოფი და გზისპირა ღერძულა ხაზები.
ადგილზე „თბილსერვის ჯგუფის“ 150-მდე თანამშრომელი და სპეცტექნიკა იქნება მობილიზებული“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს