
ავტორი
Front News საქართველო
აშშ შეშფოთებულია რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით, – ამის შესახებ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
“ბევრმა დასავლურმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა აუკრძალა რუსულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცეში შესვლა. ჩვენ შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. ეს შეიძლება, ნიშნავდეს, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ.
ჩვენ, მთელმა დასავლურმა საზოგადოებამ ამ რეჟიმისგან დისტანცირება მოვახდინეთ და ახლა არ არის რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო“, – განაცხადა მილერმა.
თაგები:
სახელმწიფო დეპარტამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს