მეთიუ მილერს ტემი ბრიუსი შეცვლის


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პოზიციას ტემი ბრიუსი დაიკავებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
ბრიუსი აღნიშნულ თანამდებობაზე მეთიუ მილერს ჩაანაცვლებს.
“ჩემთვის დიდი პატივია განვაცხადო, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილ ჩვენს შესანიშნავ კანდიდატს, მარკო რუბიოს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის რანგში ტემი ბრიუსი შეუერთდება.
მე ვიცი, რომ იგი მოიტანს იმავე ძალას და უშიშარი სულისკვეთებას თავის ახალ თანამდებობაზე, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი”, – წერს ტრამპი.
ტემი ბრიუსი 2005 წლიდან Fox News-ის თანამშრომელია.
თაგები:
ტემი ბრიუსი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს