“მეც მქონდა გვერდითი მოვლენები, რაც აბსოლუტურად ნორმალურია”

ავტორი
Front News საქართველო
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კოვიდვაქცინაციის შემდეგ თავის მდგომარეობაზე საუბრობს.
მინისტრის თქმით, AstraZeneca-ს აცრის შემდეგ მცირე გვერდითი მოვლენები ჰქონდა, თუმცა ეს აბსოლუტურად ნორმალურია.
"მე თავს კარგად ვგრძნობ, მეც მქონდა გვერდითი მოვლენები, ეს იყო გამოხატული სისუსტეში, რაც აბსოლუტურად ნორმალურია. სხვა საგანგაშო არანაირი სიმპტომი არ მქონია, ალბათ, აკვირდებით, რომ მთელი კვირა აქტიურად განვაგრძნობთ მუშაობას, რაც ადასტურებს იმას, რომ AstraZeneca-ს ყველა შემთხვევაში არ აქვს საკმაოდ რთული გამოსავლები და აქედან გამომდინარე, ალბათ, კარგი იქნება, რომ ვენდოთ მასაც, ისევე როგორც Pfizer-ს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.
ეკატერინე ტიკარაძე AstraZeneca-ს ვაქცინით 23 მარტს საჩხერეში აიცრა.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


