მეცხრე დღეა, იორმუღანლოში 42 წლის მამაკაცს ეძებენ, რომელსაც თან 32 000 ლარი ჰქონდა


ავტორი
Front News საქართველო
მეცხრე დღეა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში 42 წლის ნაზიმ ნაბიევს ეძებენ.
ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი სახლიდან 4 იანვარს დილით გავიდა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ფახრათ ყურბანოვთან ჩავიდა, რადგან ისინი პირუტყვის შესაძენად კასპის მუნიციპალიტეტში ჩასვლას გეგმავდნენ.
დაკარგულს თან 32 000 ლარი ჰქონდა. ნათესავები ვარაუდობენ, რომ ნაბიევი თანხის გამოა გაუჩინარებული და არ გამორიცხავენ, რომ ნაბიევი ვინმემ გაიტაცა.
დაკარგვის შესახებ ახლობლებმა პოლიციას უკვე შეატყობინეს და ამ დროისათვის ისინიც გამოკითხვაზე იმყოფებიან. მათივე ინფორმაციით, ყურბანოვი პოლიციამ დააკავა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს