Logo

მეუფე ანტონი – თქვენ ხომ წყეულები ხართ სანამ არ მოინანიებთ, დაგლახვროთ უფალმა, თუ გონზე არ მოხვალთ

Frontnews image description

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ჟურნალისტებს ისევ ემუქრება. ის მედიის წარმომადგენლებს ჭინკებს და მოძალადეებს უწოდებს.

 

“ვიცი, გიცნობთ, ისიც ვიცი ვინაა თქვენი მამამთავარი და არ მეშიანია თქვე ჭინკებო და ჭინკების მოციქულებო. ათიანში მოგარტყით მოძალადეებო. თქვენ ხართ ლაშქარავას დამღუპველი. თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, თქვენ ხართ ამ ლგბტ-ს უკან. 

 

ყველა ხმა, რომელიც თქვენგან იქნება მოცემული, ყველა წყეული იქნება იცოდეთ. თქვენ ხომ წყეულები ხართ სანამ არ მოინანიებთ. დაგლახვროთ უფალმა, თუ გონზე არ მოხვალთ. სახარებების ციტირებები რომ ისწავლეთ და აქეთ გვიკითხავთ სახარებას, იქნებ სარკეში ჩაიხედოთ და თქვენს თავს წაუკითხოთ. ისწავლეთ ერთი-ორი რაღაც და თქვენი განსწავლულობით აქეთ გინდათ შემოგვიტრიალოთ? ვაი თქვენს პატრონს, არ გვეშინია თქვენი. ჩვენ კიდევ ვართ ცოცხლები და კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც ვერ გამოულაყებთ თავს. მე ყოველთვის ასე ჩავრთავ ლაივს და ასე მოგმართავთ. არ დავისვენებ თქვენს ლანძღვაში, მხილებაში”-აცხადებს მეუფე ანტონი.

თაგები:

Advertisement