
ავტორი
Front News საქართველო
დღითიდღე ვხდებით მომსწრენი იმისა, რომ ჩვენი საზოგადოების შიგნით იმგვარი ნაპრალი გაჩნდა, რომლის ამოვსებასაც ჯერჯერობით ვერასგზით ვერ ვახერხებთ, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა.
“მინდა, მოკლედ შევეხო ჩვენი საზოგადოების მთავარ გამოწვევას, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, რაც უაღრესად მწვავე პრობლემად ექცა ჩვენს ქვეყანას.
დღითიდღე ვხდებით მომსწრენი იმისა, რომ ჩვენი საზოგადოების შიგნით იმგვარი ნაპრალი გაჩნდა, რომლის ამოვსებასაც ჯერჯერობით ვერასგზით ვერ ვახერხებთ. ჩვენი საზოგადოება თითქოსდა კვლავაც გათითოკაცდა, თითქოსდა დაიკარგა საერთო, საზოგადოებრივი და ეროვნული ინტერესები და წინა პლანზე გამოვიდა ფსევდო-მიზნები, რომელთა ამაო ძიებაში ვკარგავთ დიდ დროსა და ენერგიას (არადა, ჩვენს გარემომცველ სამყაროში, ამის პარელელურად, დიდ კონტრასტულ სურათს ვხედავთ: თანამედროვე მსოფლიო უსწრაფესად ვითარდება, სახეზეა ტექნოლოგიური განახლების ახალი ტალღა, რომელსაც მზად უნდა შევხვდეთ!).
ახლა (ისე, როგორც ამ სამი ათეული წლის განმავლობაში, შესაძლოა, არც არასდროს!) გვმართებს ნამდვილი ეროვნული გამოფხიზლება, ჩვენი ოდინდელი ქრისტიანული სიქველის ჩვენება, ერთმანეთის შენდობა და პატიება, ამქვეყნიური ფუჭი ზრახვებისა და ინტერესების გვერდის გადადება და ჩვენი დიდი სამომავლო მიზნის – ძლიერი ქართული სახელმწიფოსა და სახელმწიფოებრიობის შექმნის გზაზე მტკიცე ნაბიჯების გადადგმა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ საქმეში ჩვენი ქვეყნის კვლავაც მტკიცე ფარი იქნება”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
თაგები:
მეუფე გრიგოლი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს