
ავტორი
Front News საქართველო
ახლა უკვე კაცობრიობა ქრისტეს მეორედ მოსვლის მოლოდინშია და კვლავ მოწოდება იგივეა, შეინანეთ, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, ყოვლადსამღვდელო გრიგოლმა იოანე ნათლისმცემელის თავისვეთის დღის აღსანიშნავ წირვა-ლოცვაზე განაცხადა.
“ნათლისმცემელი არის ის, ვინც მოუწოდებდა ადამიანებს და დღესაც გვესმის ჩვენ ეს მოწოდება, შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულია ცათა სასუფეველი. ეს იყო მოახლოება იესო ქრისტესი, მაგრამ ახლა უკვე კაცობრიობა ქრისტეს მეორედ მოსვლის მოლოდინშია და კვლაც მოწოდება იგივეა, შეინანეთ, შეინანეთ, შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაი. ღმერთმა დაგლოცოთ, მოგანიჭოთ განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა მოყვასისა“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
ცნობისთვის, 11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე აღინიშნება.
თაგები:
მეუფე გრიგოლი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს