
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ თვალწინ დღეს იბადებიან როგორც ახალმოწამენი, ასევე იბადებიან ახალი დროის ჯალათები, განსაკუთრებით მძიმეა წარმოიდგინო, რომ რაც ხდება, ამას აკეთებენ ადამიანები, ვინც მკერდზე ჯვარცმას ატარებენ, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში ადამიანები დღეს იღუპებიან იმ ომში, რომლის ცეცხლი ხვალ შეიძლება აქ გადმოვიდეს.
“უკრაინაში ჩვენს თვალწინ, დღეს, თანამედროვეობაში იბადება წმინდა მოწამეთა ახალი დასი. მრავალრიცხოვანი, ათასობით ადამიანი ხდება წმინდა მოწამე, ეს ის ადამიანებია, რომელთა მოწამეობაზე უნდა აშენდეს ახალი ქვეყანა, ახალი საზოგადოება რომელიც დაფუძნებული იქნება ღვთის სიყვარულზე, ერთმანეთის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობასა და სამშობლოსათვის თავდადებაზე. ჩვენ სულ ეს გვესმის და ამას ვქადაგებთ, პატრიოტიზმს, ჩვენი სამშობლოს წინაშე. პატრიოტიზმს, რომლის გარეშე საქართველო ვერ იქნებოდა, თუ არ გვეყოლებოდნენ წინაპრები, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის, იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ვყოფილიყავით.
ჩვენ თვალწინ დღეს იბადებიან როგორც ახალმოწამენი, ჩვენს თვალწინ იბადებიან ახალი დროის ჯალათები, განსაკუთრებით მძიმეა წარმოიდგინო, რომ რაც ხდება ამას აკეთებენ ადამიანები, ვინც მკერდზე ჯვარცმას ატარებენ და რომლებიც ფიქრობენ, რომ კურთხევას ასრულებენ.
დღეს ჩვენი ძმები იღუპებიან იმ ომში, რომლის ცეცხლი ხვალ შეიძლება აქ გადმოვიდეს, აქ მოგვიწიოს ჩვენი სამშობლოს დაცვა“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს