მეუფე გრიგოლი – მარხვა არ არის თვითმიზანი, მარხვას ძალიან მნიშვნელოვანი შინაარსი აქვს და მიზანი აქვს, რისთვის მარხულობ


ავტორი
Front News საქართველო
მარხვა ეს არის თვითანალიზის პერიოდი. შევეცადოთ, რომ ლოცვისას ვიყოთ გულმოდგინე. დიდი სიფრთხილით არის საჭირო სიარული სულიერი ცხოვრების გზაზე, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა.
მისივე თქმით, მარხვა არის ადამიანში ცვლილებების გარდაქმნის ჟამი.
“შევეცადოთ, რომ ლოცვისას ვიყოთ გულმოდგინე. დიდი სიფრთხილით არის საჭირო სიარული სულიერი ცხოვრების გზაზე. არ იღვწი – ცუდია, იღვწი და მოიხიბლები შენი თავით – ეს მეორე უკიდურესობაა. ზომიერებაზე უკეთესი არაფერი არის.
უკეთ გავიცნოთ საკუთარი თავი. ადამიანი საკუთარ თავს არ იცნობს და აქედან გამომდინარე არის მერე ის ქედმაღლობა და ის მთელი რიგი ცოდვები, რომელიც მჟღავნდება ხოლმე ცხოვრებაში. გვახსოვდეს, თუ ჩვენს მარხვას არ აქვს სწორად დასახული მიზანი, ფუჭია ეს მარხვა, უფრო მეტიც, ზიანის მომტანიც კი არის.
მარხვა არ არის თვითმიზანი, მარხვას ძალიან მნიშვნელოვანი შინაარსი აქვს და მიზანი აქვს – რისთვის მარხულობ. საჭიროა, რომ ამას კარგად ვაცნობიერებდეთ. ეს არის ცვლილების, გარდაქმნის ჟამი, როცა ადამიანი სულიერ ღვაწლშია და ცდილობს, გარედან შეხედოს თავს, შეაფასოს საკუთარი ქმედებები, სიტყვა. უმეტესად ადამიანს თავისი თავი მოსწონს, თუმცა ხდება პირიქითაც – თვითგვემის გზას დაადგება და უკიდურესობაშია. დავეხსნათ უკიდურესობებს და დავინახოთ ჩვენი თავი ისეთი, როგორიც ვართ.
მარხვა ეს არის თვითანალიზის პერიოდი. თუ ადამიანი ვერ გაერკვიე, რა უნდა გამოასწორო შენში, მაშინ რა უნდა გამოასწორო, რისთვის უნდა იღვაწო და ღვაწლი, რომელსაც მიზანი არ აქვს და მიზანი ვერ ექნება, თუ შინაარსში ვერ გაერკვიე, ფუჭია. იმისათვის, რომ ჩვენი მარხვა და ლოცვა ღვთის წინაშე დაფასდეს, საჭიროა, რომ მას მიზანი დაუსახო და ეს მიზანი კარგად გვესმოდეს”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
თაგები:
მეუფე გრიგოლი

მეუფე გრიგოლი – მშვიდობა შეუძლებელი იქნება, თუ ერთმანეთს უკეთ არ გავუგებთ, ჩვენი ცხოვრება ძალიან დიდ საფრთხეებს შეიცავს და მითუმეტეს დღეს

მეუფე გრიგოლი – ძალიან დიდმა სიძნელეებმა და მოულოდნელმა ხიფათებმა არ უნდა დაგვამარცხოს, ჩვენ უნდა ვძლიოთ წუთისოფელს და ეს შესაძლებელია

მეუფე გრიგოლი – სიტყვას არ აკონტროლებენ, პასუხისმგებლობას არ გრძნობენ და თუ დაჩაგრეს ვინმე, გახარებული არიან და თვითკმაყოფილები, რა კარგად დაიცვეს ქრისტე