
ავტორი
Front News საქართველო
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლი ეკლესიის როლსა და მნიშვნელობაზე საუბრობს.
“ეკლესია არა მარტო სულიერ, არამედ ეროვნულ დაწესებულებადაც აღიქმება, ეროვნულ ინსტიტუციადაც, რადგან ის ყოველთვის იდგა ქართული სატკივარის სადარაჯოზე, ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლეა და მისთვის არასდროს იყო სულერთი ქართველი ერის ყოფა და მდგომარეობა. პასუხისმგებლობას გრძნობდა ამის შესახებ.
არის რთული პერიოდები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისია დასრულებულია. დღეს ძალიან, ძალიან გვჭირდება, რომ რაოდენობა ხარისხში გადაიზარდოს. ეს უკვე ჩვენი სადღეისო და სამომავლო სამოღვაწეო სფერო არის. რაოდენობაში არ იზომება ჭეშმარიტება. რაოდენობაში არ იზომება ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობის მშვენიერება. ეს იზომება იმ პასუხისმგებლობაში, რომელიც ადამიანს აქვს ღვთის წინაშე. ჩვენ, ყველას ერთად და თითოეულ ჩვენგანს სათითაოდ, ერსაც და ბერსაც, ძალიან ბევრი გვაქვს საშრომ-საღვაწი. ძალიან გვჭირდება ზეციური შემწეობა, გარდაუვლად გვჭირდება, მაგრამ მხოლოდ ზეციურ შემწეობას ნუ მივენდობით, ყველა ეს დიდი პასუხისმებლობა ღმერთმა შენ დაგაკისრა და რატომ იცით?- იმიტომ რომ შენ მოგანიჭა თავისუფლება, თავისუფალი არჩევანი და დიახ, ბედნიერებაა თავისუფლება, როცა არავინ გაიძულებს და გაძალებს, არამედ თვითონ აიძულებ საკუთარ თავს, თავის უფალი ხარ, სხვისი მონა კი არ ხარ, ხარ შენი თავის უფალი. ქართული სიტყვაც ამას ძალიან კარგად გამოთქვამს, ეს არის ის, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ღვთის ხატებამ ძალიან მყარად იაროს გზაზე, რასაც ქვია სრულყოფის გზა, რასაც ქვია ღმერთთან მიმსგავსება. მსგავსება ეს არის ერთგვარი მოწოდება, რომელიც დინამიკაში, მოძრაობასა და სიცოცხლეში ხორციელდება, რომელიც ხორციელდება ადამიანის თავისუფალი ნების პირობებში”, – აცხადებს მეუფე გრიგოლი.
თაგები:
მეუფე გრიგოლი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს