Logo

მეუფე გრიგოლი – როცა შეიცვლება ხელისუფლება, ჩვენ შეიძლება, ვიხილოთ ასეთივე შურისძიებები

საზოგადოება
1225
Frontnews image description

როცა შეიცვლება ხელისუფლება, ჩვენ შეიძლება, ვიხილოთ ასეთივე შურისძიებები, –  ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. 

 

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტისადმი დამოკიდებულება საზოგადოების სხვადასხვა ფენებში ურთიერთმიუღებლობას ამძაფრებს.   

 

“ვფიქრობ, რომ საერთოდ მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროა, რომ ასეთ ფორმატში და ასეთ თემაზე გვიწევს საუბარი, როდესაც საქმე ეხება საქართველოს პრეზიდენტს.  არ მინდა,  რომ რომელიმე პრეზიდენტს მოუწიოს ასე კიდევ,  თუმცა არსებული სურათი ჩვენ გვიჩვენებს, რომ  ზოგადად,  რაც ხდება ქვეყანაში, საზოგადოებაში, მის ყველა სიმაღლეზე, ეს ბადებს კიდევ უფრო მეტ მიუღებლობას, მეტ სიმძაფრეს.  მოლოდინებს აჩენს,  როცა შეიცვლება ხელისუფლება, ჩვენ შეიძლება ვიხილოთ ასეთივე შურისძიებები“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები