
ავტორი
Front News საქართველო
შეიძლება ადამიანს ბევრი რამ სჭირდება, მაგრამ საჭიროებათა შორის სიყვარული და რწმენა ყველაზე დიდია, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა გრიგოლმა ქადაგებისას განაცხადა.
მისი თქმით, ყოვლადწმიმდა ღვთისმშობლის დაბადება იყო ადამის და მისი მოდგმის იმედის აღსრულება.
“ყოვლადწმინდა ღვისმშობლის დაბადება განხორციელებაა ღვთის განგებულებისა, მაგრამ ადამიანი აქ არის მთავარი. სწორედ ადამიანისა და ღმერთის განგებულების თანხვედრა იძლევა საოცარ, სასწაულ შედეგებს, სწორედ იოაკიმესა და ანას ღრმად სულიერმა ცხოვრებამ, მიუხედავად მათი დიდი ასაკისა, როცა ადამიანებს შობადობის უნარი აღარ აქვთ, შეაძლებინა, მისცა წყალობა ენერგია, სული წმინდისა დარდამოვიდა მათზე და მიეცათ ასეთი დიდი სიხარული“, – ბრძანა მეუფემ.
მისი თქმით, სიყვარული ორმხრივია და ღმერთის სიყვარულს ჩვენი სიყვარული უნდა შევაგებოთ.
“შეიძლება ადამიანს ბევრი რამ სჭირდება მაგრამ ამ საჭიროებათა შორის, სიყვარული, რწმენა ყველაზე დიდია. ღმერთი თვითონ სიყვარულია და სიყვარული კიდევ ორმხრივია. ცალმხრივი სიყვარული იმ შედეგებს არ იძლევა. ის, რომ ღმერთს ჩვენ ვუყვარვართ, ამაში მორწმუნეებს ეჭვი არ გვეპარება, მაგრამ ამ სიყვარულს პასუხად ჩვენი სიყვარული რომ უნდა შეხვდეს, ამას ძალიან სერიოზულად დაფიქრება და შესაბამისი დასკვნების გაკეთება სჭირდება“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
თაგები:
მეუფე გრიგოლი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს