Logo

მეუფე გრიგოლი - ტაძარი გვახსენებს არა მხოლოდ ღმერთს, არამედ პასუხისმგებლობებს და იმას, რომ გვიყვარდეს ღმერთი და ადამიანი

Frontnews image description

მშვენიერია ის, რასაც ტაძარი ემსახურება, ეს არის ღვთის სახლი, ადგილი წმინდა, გარემო, სადაც ადამიანი შესვლისას ენითაღუწერელს განიცდის. ტაძარი ჩვენ გვახსენებს არა მხოლოდ ღმერთს, არამედ პასუხისმგებლობებს და იმას, რომ გვიყვარდეს ღმერთი და ადამიანი, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა პერიოდში ადამიანთა ღირებულებები ჩანაცვლდა, დღეს ადამიანი კვლავ დაუბრუნდა ღირსეულ მორალს.

"ჩვენ ვიმყოფებით ფოთის საკათედრო ტაძარში, რომლის მსგავსი საქართველოში არ არის, რომელიც აშენდა 1906-1907 წლებში, როცა ჯერ კიდევ რუსეთის იმპერია იყო და საქართველო ამ იმპერიის განაპირა ნაწილი. ის ისტორიები, რაც შემდეგ წარიმართა, აბსოლუტურად აისახა ამ ტაძარზეც. ეს ტაძარი გადაკეთდა თეატრად და ათწლეულები აქ ფუნქციონირებდა თეატრი. 1996 წელს, როდესაც მე მოვედი ამ ქალაქში, ამ ქალაქის მერმა კაბინეტში მიგვიღო და დავინახე მასთან ესკიზური მონახაზი ტაძრისა. ვიკითხე - ეს რა არის? მითხრა, რომ პროექტია ტაძრის, რომელიც ქალაქში უნდა ავაშენოთო. მე ვუთხარი, ბატონო ნუგზარ, თქვენ ტაძარი უკვე გაქვთ, ახლა თეატრი გაქვთ ასაშენებელი მეთქი. ასე დაიწყო ამ ტაძრის აღდგენის ისტორია. ამ პროცესების შემდეგი განვითარება მტკივნეული იყო, მაგრამ მთავარია, რომ ამ ქალაქის მოსახლეობის მართალმა და პრინციპულმა აზრმა გაიმარჯვა.

საბჭოთა პერიოდში ღირებულებები ჩაანაცვლეს. ის, რაც ადამიანისთვის ღირებული იყო, მიუღებლად შეიქნა და თუ მანამდე ქრისტიანულ მცნებებს აღიარებდა, ამ მცნებების საპირისპიროდ საზოგადოებას შესთავაზეს კომუნიზმის მშენებლის მორალური კოდექსი - ასე ერქვა მას. დღეს ვმადლობთ ღმერთს, რომ ამ ტაძარში ვიმყოფებით და ყველა იმ ადამიანს, ვინც სულიერად, ფიზიკურად თუ სხვა შესაძლებლობებით მხარში ედგა ამ დიდ საქმეს.

მშვენიერია ის, რასაც ტაძარი ემსახურება, ეს არის ღვთის სახლი, ადგილი წმინდა, გარემო, სადაც ადამიანი შესვლისას ენითაღუწერელს განიცდის. ტაძარი ჩვენ გვახსენებს არა მხოლოდ ღმერთს, არამედ პასუხისმგებლობებს და იმას, რომ გვიყვარდეს ღმერთი და ადამიანი. ეს ის ორი მცნებაა, რომელიც თავის თავში აერთიანებს ყველა სხვა მცნებას", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები