
ავტორი
Front News საქართველო
მეუფე იაკობის განცხადებით, იცის იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გვარები, რომლებიც ევროპაში შეხვედრებს მართავდნენ და პარტნიორებს არწმუნებდნენ, რომ საქართველოს სტატუსი არ უნდა მიეღო.
“ლამის გადაგვაყოლეს კანდიდატის სტატუსს და მე მინდა, მეორე ნაწილი ქართველებისა აღვნიშნო, რომლებიც დარბოდნენ ევროპაში, დარბოდნენ ამერიკაში, პირდაპირ გეუბნებით, სახელებიც ვიცი იმათი ამერიკელებისგანაც და ევროპელებისგან და დადიოდნენ და “არ მისცეთ, არ მისცეთ”. მე თქვენ იმას გილოცავთ, რომ თქვენი სახელები ზეცაში ჩაიწერება, თორემ აქეთ შეგვეხვეწოს ყველა.
ჩვენ ძალიან ბევრი რამე შეგვიძლია მივიღოთ ევროკავშირისგან და ევროკავშირსაც ძალიან ბევრი რამის სწავლა შეუძლია ჩვენგან და ამ დღეებში გადაწყდება და წლის ბოლოს რაღაც დათქმებით აუცილებლად მოგვცემენ, იმიტომ, რომ რომ არ მოგვცენ, რა გააკეთეს ამათმა, ვინც დადიოდნენ უცხოეთში? ჩვენზე წარმოდგენა დაუკარგეს და ჩვენ კიდევ, ევროკავშირზე, როგორც სამართლიანობის სიმბოლოზე, ჩვენც დაგვაკარგვინეს იმ პერიოდში მათ შთაბეჭდილება აღარ ჰქონდათ და მადლობა ღმერთს, იქაც გამოფხიზლდნენ, ჩვენც სხვანაირად დავინახეთ”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
თაგები:
მეუფე იაკობი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს