
ავტორი
Front News საქართველო
ბოდბელი ეპისკოპისი ევროკავშირს “უსურვებს”, საქართველოსთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.
“ვუსმენ ხოლმე ჩვენს იმეებსაც და სამარცხვინოა. ეს რა თქვეს და… როგორ აბა, ევროპას როგორ დაველაპარაკები, თუ არასწორად იქცევა არ ვეტყვი? ვინ არის, ვისთან რა დამსახურება აქვს ბოლო-ბოლო? ჩვენი სისხლით მოვდივართ საუკუნეებია. და კიდევ უნდათ, რომ სისხლში გაგვსვარონ, კიდე რუსეთთან მარტო გვტოვებენ? მაგიც არ არის, დავრჩებით, დავრჩებით, რას ვიზამთ ეხლა, ძალად ხომ ვერავის ვერაფერს ვერ ეტყვი. ამიტომ დაველოდები გადაწყვეტილებას რა, დაველოდები გადაწყვეტილებას და რა ვიცი ვუსურვებ იმათ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ”, – განაცხადა იაკობმა.
მისი თქმით, ბევრი პოლიტიკოსი მისთვის რუსეთის საქმის გამკეთებელია.
“ჩემი ქვეყანა ვითარდება სწორად. ოპოზიციის ქმედებას როგორ ვუყურებ იცი? პირდაპირი აგენტები თუ არ არიან რუსეთის, რუსეთის საქმეს აკეთებენ წლებია უკვე. ევროპელი რას უყურებს არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის როგორც იქცევიან ბევრი პოლიტიკოსი, გამოჩენილი პოლიტიკოსი, წევრებს არ ვიძახი რა, ჩემთვის რუსეთის საქმის გამკეთებლები არიან, ან ნდობის აგენტები არიან, გავლენის აგენტები არიან, ან პირდაპირ აგენტები”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
თაგები:
მეუფე იაკობი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს