
ავტორი
Front News საქართველო
გმირი კაცი ერშიც გმირია, ბრძოლაშიც გმირია და ციხეშიც გმირია. გადაგვაყოლეს ეხლა რა, მე გამოვიდოდი და თვითონ ვიტყოდი, რომ დამენახა კაცური საქციელი, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
“გმირი კაცი ერშიც გმირია, ბრძოლაშიც გმირია, ციხეშიც გმირია. ერთ რამეს ვიტყვი რა, გადაგვაყოლეს ეხლა რა, მე გამოვიდოდი და თვითონ ვიტყოდი რომ დამენახა კაცური საქციელი ხო? ხომ შეეძლო ეთქვა, ხომ ხედავს ხალხის რისხვას როგორია.
გამოსულიყო და ეთქვა, კი, ჩემს დროს მინოდა კარგი ქვეყანა ამეშენებინა, მაგრამ მეც ვერ მივაქციე ყურადღება. ვიღაცამ რაღაც დააშავა? ჩემი ბრალია ეთქვა და იმათ მაგივრად, ყველას მაგივრად რაც გინდათ ის მიყავით, გინდა ჯვარზე გამაკარით გინდა ის, ხო? ხო სხვანაირად შევხედავდით ხო, ვინც გამწარებული ჰყავს, მაგან მე რა უნდა გამამწაროს, ციხეში ყოფნის ეშინია, რომელ იმაზეა ლაპარაკი. გამოდიან რა უნდა გამიკეთოს, გარეთ რომ გამოვიდეს. როცა უნდა ქართველი იყო, ქართველთა პრეზიდენტი, როცა უნდა უკრაინელი“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
თაგები:
მეუფე იაკობი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს