Logo

მეუფე იაკობი – გვინდა, რომ ომი დამთავრდეს სწრაფად, დამთავრდეს ისე, რომ სამართლიანობა არ დაიკარგოს

პოლიტიკა
14.02.2023 / 19:15
Frontnews image description

ჩვენ თანაგრძნობა გამოვხატეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი, უდიდესი ტრაგედია ხდება და გვინდა, რომ ომი დამთავრდეს სწრაფად, ომი დამთავრდეს ისე, რომ სამართლიანობა არ დაიკარგოს, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

“სინოდის სხდომაზე საკითხები რაც იყო ძირითადი ყველა გავიარეთ. მაგალითად, გავიარეთ საკითხი, იცით, რომ რაც მძიმე ომი დაიწყო უკრაინაში, იმის მერე სინოდი არ შეკრებილა, პირველად შევიკრიბეთ. ჩვენ თანაგრძნობა გამოვხატეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი, უდიდესი ტრაგედია ხდება და გვინდა, რომ ომი დამთავრდეს სწრაფად, ომი დამთავრდეს ისე, რომ სამართლიანობა არ დაიკარგოს და აბსოლუტურად გავიზიარეთ ყველა იმ ადამიანის მწუხარება. მთელი მსოფლიოსთვის ტრაგედიაა, რაც ხდება იქ. 

 

ასევე, გავიზიარეთ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგები, თურქეთის ხელისუფლებას და მსოფლიო პატრიარქს მივუსამძიმრეთ, ასევე სირიაშიც მივუსამძიმრეთ უშუალოდ ანტიოქიის პატრიარქს. ასევე, იყო სხვა საკითხებიც”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

მისივე თქმით, საკითხი მეუფე ზენონსაც შეეხო.

 

“უწმინდესს შეხვდა და ასეთი რამე გადაწყდა, რომ დროებით ეპარქია პატრიარქის გამგებლობაში გადავა. კიდევ მაკედონიის საკითხი იყო და ჩრდილო მაკედონიის სახელმწიფოში არსებულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ევქარისტიულ კავშირს ვამყარებთ”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

Advertisement