
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენს ამპარტავნებას უნდა გადავაბიჯოთ, ეკლესიაც უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა.
“ბალტიისპირეთი ახლა შესულია ევროკავშირში, ასევე ჩეხეთის ახალგაზრდა დეპუტატი გრიგოროვა, ლიეტუველები, პოლონელები. ისინი გვეუბნებიან თუ როგორ ვიცხოვროთ. ჯერ მათ იცხოვრონ, როგორც საჭიროა. არა თუ პოლარიზაციის შეწყვეტა, არამედ შერიგება იქნება ყველაზე კარგი, ყველას რომ შეგვეძლოს განვითარებაში მონაწილეობა. ჩვენს ამპარტავნებას უნდა გადავაბიჯოთ. ეკლესიაც უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. არ მინდა კონკრეტული ვინმე თამაშგარე მდგომარეობაში დარჩეს. ყველამ უნდა ვაშენოთ საქართველო.
ევროპარლამენტარებს თუ ჩვენთვის კარგი უნდოდათ ენერგოუსაფრთხოება უნდა ჩაეწერათ. ენერგოუსაფრთხოებაზე წინ ერთადერთი რამეს ვაყენებ – შერიგების პუნქტს, ამის მერე დანარჩენი 11 პუნქტი ჩემთვის მე-100 ხარისხოვანია. რასა იუკნევიჩიენე შემიცვლის ქვეყანაში სიტუაციას, თუ ვიღაც გრეგოროვა, ჩემთვის ვიღაცები არიან, როდესაც საქართველოს ეხებიან“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
თაგები:
მეუფე იაკობი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს