მეუფე იაკობი – მინდა, გაზაფხულის ამბებმა ცოტა საღად შეახედოს ჩვენს ახალგაზრდობას თუ რაში ვიღებთ ხოლმე მონაწილეობას, სად ვდგავართ


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ უნდა ვეცადოთ და ყველასთან გვქონდეს ურთიერთობა და თუ გვინდა მსოფლიოს ცივილიზაციასთან თანაცხოვრება, საერთო რაღაცებზე უნდა შეთანხმდეთ, მაგრამ როდესაც საერთო რაღაცებზე თანხმდებით, ისინიც უნდა ითვალისწინებდნენ შენს აზრს, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა.
“მინდა, რომ გაზაფხულის ამბებმა ცოტა საღად შეახედოს ჩვენს ახალგაზრდობას თუ რაში ვიღებთ ხოლმე მონაწილეობას, სად ვდგავართ, ვისთან ვდგავართ, სწორად ვიქცევით თუ არ ვიქცევით სწორად. მათ უნდათ თავისუფლება, მათ უნდათ, რომ არ იყვნენ დამოკიდებული.
ისინი მარტო რუსეთს იძახიან, მაგრამ სინამდვილეში, არავისზე არ უნდა იყო დამოკიდებული, არც რუსეთზე, არც ევროპაზე, არც ამერიკაზე“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
თაგები:
მეუფე იაკობი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს