Logo

მეუფე იაკობი – მინდა ვიკითხო 12 რეკომენდაციაზე, საშინაო დავალება მოგვცეს, მაგათი ბავშვი ვინ არის?! ჩვენზე ცივილიზებულები არიან?

პოლიტიკა
647
Frontnews image description

რომ შემოვიდე მესამე ხარისხოვანი ქვეყნების როლში უნდა ვიყო? კეთილი ინებე და მიმიღე, როგორც ღირსეული წევრი, როგორც ღირსებით აღსავსე ხალხს ისე დაგველაპარაკე, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

 

“მინდა ვიკითხო 12 რეკომენდაციაზე. საშინაო დავალება მოგვცეს. მაგათი ბავშვი ვინ არის?! ჩვენზე ცივილიზებულები არიან? ჩვენ მართალია ჩამოვრჩებით ცხოვრების დონით, იმიტომ, რომ საბჭოთა იმპერიაში ვცხოვრობდით და დაჩაგრულები ვიყავით. 

 

თავისუფლება გვინდა. გვინდა კარგი ცხოვრება. ხალხის სახელით გამოდიან ვიღაცები და გვესაუბრებიან: “აი, ქართველი ხალხი…“. გვეკითხებიან კი, ქართველ ხალხს რა გვინდა?! ჩვენ გვინდა კარგი ცხოვრება, ჩვენი ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ სადმე. 

 

დღეს რომ შემოსული არ ვარ და მჩაგრავ, რომ შემოვიდე მესამე ხარისხოვანი ქვეყნების როლში უნდა ვიყო? კეთილი ინებე და მიმიღე, როგორც ღირსეული წევრი, როგორც ღირსებით აღსავსე ხალხს ისე დაგველაპარაკე. 12-დან ერთადერთია შესასრულებელი თავიდან პოლარიზაციას რომ ეძახით, პოლარიზაციას უფრო აღრმავებენ, მოვთხოვოთ ყველას შერიგება და ვისაც დავინახავთ, რომ არ რიგდება, ბოლო-ბოლო გავაგზავნოთ იმ ქვეყნებში, სადაც ის ხალხი მოსწონთ და ჩვენ ქართველებს დაგვაცადონ, რომ განვვითარდეთ”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები