
ავტორი
Front News საქართველო
დღეს საქართველოში ვერავინ ვერ აურევს სიტუაციას. ეკლესია და ქართველი ხალხი არავის მისცემს უფლებას ქვეყანა არიოს, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა.
“ავტორიტეტი არ შერჩათ ჩვენს პოლიტიკოსებს, რომ ხალხი გაიყოლიონ. ხალხი შეგროვდება, რომ დაინახავენ ერთიდაიგივე სახეებს, გარბიან. იმიტომ რომ არ ენდობიან. ხომ უნდა დაიმსახურო, რომ გენდონ.
ნუ უშლით ხელს განვითარებას. ნუ უშლით ახალგაზრდობას ქვეყანაში დარჩენას. შეიძლება პოლიტიკოსების სათამაშოები გახდნენ ახალგაზრდები?! ჩვენ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს, მათ საქართველოში უნდა იმოღვაწეონ. ნუ ვიქნებით ჩვენი პოლიტიკოსებივით, სირაქლემასავით რომ არიან.
ქვეყნის არევის საშუალებას არავის მივცემთ, ვინც არ უნდა იყოს. არც ერთი პარტია არ ღირს იმად, რომ საქართველოს მომავალს საფრთხე შეექმნას”, – განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.
თაგები:
მეუფე იაკობი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს