Logo

მეუფე ილარიონი - დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი მგონი გადაიხედება

Frontnews image description

დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს რაც შეეხება, მე არ მაქვს ინფორმაცია, მგონი გადაიხედება. ახალი პატრიარქი ამის თაობაზე დააყენებს საკითხს. მე დავუჭერ მხარს, - ამის შესახებ მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალი პატრიარქი სიბრძნით, გონიერებით წარმართავს თავის მოვალეობას.

“საერთოდ კათოლიკოს-პატრიარქების არჩევა ხდება სვეტიცხოვლის ტაძარში. ეს არის დადგენილი წესი. სხვა ტაძარში ეს არ ხდება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გვაქვს ერთსულოვნება. მომავალი პატრიარქი სიბრძნით, გონიერებით წარმართავს თავის მოვალეობას. მინდა რომ დავლოცო, ვუსურვო სიმტკიცე რწმენაში, სულიერებაში, მრავალჟამიერი სიცოცხლე.

დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს რაც შეეხება, მე არ მაქვს ინფორმაცია, მგონი გადაიხედება. ახალი პატრიარქი ამის თაობაზე დააყენებს საკითხს. მე დავუჭერ მხარს“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

სვეტიცხოვლის ტაძარში საქართველოს 142-ე პატრიარქის შიო მესამის ინტრონიზაცია მიმდინარეობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები