
ავტორი
Front News საქართველო
თქვენც ამას გთხოვთ, რომ ილოცოთ, გამოარჩიოს უფალმა ის ადამიანი, რომელიც ამ გოლგოთაზე ღვთის ნებით უნდა ავიდეს, - ამის შესახებ ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ისაიამ განაცხადა.
"იცით, რომ არჩევნები მოდის. არავინ დასახელებულა ჯერ, საერთოდ, თავისი დრო აქვს, როდესაც უნდა მოხდეს ეს ამბავი და ერთმა სასულიერო პირმა მომწერა უცხოეთიდან, რომ ვლოცულობ თქვენ თვითონ რომ გახდეთო და მე მას ვუპასუხე, რომ ილოცეთ იმისთვის, რომ ყოველი არის ღვთის ნება. ღვთის ნება როგორია, ეს არის მთავარი და თქვენც ამას გთხოვთ, რომ ილოცოთ, გამოარჩიოს უფალმა ის ადამიანი, რომელიც ამ გოლგოთაზე ღვთის ნებით უნდა ავიდეს.
ეს არ არის ადვილი და სასიხარულო ამაში არაფერი არ არის, ასე ვთქვათ, ეს არის ჯვარი, უფალმა უნდა დაადოს და ვისაც დაადებს, იმან ალბათ, ამაზე არ უნდა თქვას უარი, ეს ჯვარი უნდა იტვირთოს. ეს უფლის შეწევნაა, თუ უფალი არ შეეწია ადამიანს, ვერც ჩვენი უწმინდესი შეძლებდა ამას. ამდენად, ინებოს უფალმა, რომ გამოარჩიოს ის, ვინც არის მისთვის საჭირო", - განაცხადა მეუფემ.
თაგები:
მეუფე ისაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს