
ავტორი
Front News საქართველო
შეუძლებელია იმ ტრაგედიის აღწერა, რომელიც ბუჩაში დაატრიალეს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა. ესაა ჩვენს თვალწინ, ოცდამეერთე საუკუნეში არსებული ფაშიზმისა და ნაციზმის შედეგები, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) წერს.
“ამ ყველაფრის ჩამდენებსა და მხარდამჭერებს შეუძლებელია რაიმე საერთო ჰქონდეთ არათუ ქრისტიანობასთან, არამედ ნებისმიერ ადამიანურ თვისებასთანაც კი. ეს რუსული საოკუპაციო ძალების ხელწერაა. მათ იგივე გააკეთეს აფხაზეთში, სამაჩაბლოში, ჩეჩნეთსა და სირიაში, იგივეს აკეთებენ ახლა- უკრაინაში და იგივს გააკეთებენ ხვალ-სხვაგან.
თუკი დღეს, უკრაინაში არ შეჩერდება რუსული ბოროტების მანქანა, ხვალ ჩვენი და სხვა ქვეყნების რიგი დადგება და ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ მის სამშობლოში შესული რუსული ჯარები ბუჩასგან განსხვავებულად მოიქცევიან.
უკრაინა არაა დამნაშავე, უკრაინა არ ისჯება ცოდვებისთვის, ეს რუსული საოკუპაციო ჯარები არიან, რომლებიც საკუთარი ცოდვების სხვებზე გადაბრალებით ცდილობენ გამართლებას. ნუ ავყვებით მტრის პროპაგანდას და ვილოცოთ, რომ უკრაინასა და საქართველოში მალე დასრულდეს რუსული ოკუპაცია”, – წერს მეუფე მელქისედეკი სოციალურ ქსელში

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს