
ავტორი
Front News საქართველო
მე ვუჭერ მხარს ყველაფერს იმას, რასაც ღმერთი ინებებს, - ამის შესახებ ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მეუფე მიქაელმა წმინდა სინოდის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
მისივე თქმით, გაცხადდება სინოდის გადაწყვეტილება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.
"მე ვუჭერ მხარს ყველაფერს იმას, რასაც ღმერთი ინებებს. რაც კარგი იქნება, ყველაფერს მივიღებთ, რაც ცუდი იქნებ, რატომ მივიღებთ?! თქვენ ხომ იცით, რომ გაკეთდება განცხადება და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემა", - განაცხადა მეუფე მიქაელმა.
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, დღევანდელი სხდომა საპროცესო საკითხების მოწესრიგებას დაეთმობა.
თაგები:
მეუფე მიქაელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს