Logo

მეუფე ნიკოლოზი – 13 კილოგრამი აქვს დაკლებული საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში, რაც შემაშფოთებელია

საზოგადოება
1255
Frontnews image description

მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში 13 კილოგრამი აქვს დაკლებული.

 

“მიხეილ სააკაშვილი ბოლოს ვინახულე ორი დღის წინ და ვაზიარე. არ არის დიდი ხანი, რაც ვნახე და იმის შემდეგ კიდევ 2 კილო აქვს დაკლებული, ვფიქრობ, ეს სავალალოა. თუ ადამიანი იკლებს ავადმყოფობის გამო ეს არის ცუდი და საგანგაშო. 

 

13 კილოგრამი აქვს დაკლებული საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში, რაც შემაშფოთებელია ნამდვილად.

 

თუ მისი ფიზიკური განკურნება მოხდება ქვეყნის შიგნით, ჩვენი სამედიცინო პერსონალის მიერ ძალიან კარგი, თუ ვერ მოხერხდება, ამ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი გადაყვანა საზღვარგარეთ”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები