მეუფე ნიკოლოზი – არ უნდა მოკვდეს ეს ადამიანი ციხეში და ამიტომ ყველას მოვუწოდებ მოწყალებისაკენ


ავტორი
Front News საქართველო
თუ ჩვენი მოსახლეობა, თუ რიგითი ადამიანები, სათითაოდ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, რომ შეიწყალონ ადამიანი, მაშინ მმართველ გუნდს გავუადვილებთ ამოცანას, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება, იმკურნალოს და თუ ეს ამ ქვეყანაში ვერ ხერხდება, უცხოეთში უნდა გადაიყვანონ.
“ის არ არის სიკვდილმისჯილი და მას აქვს უფლება იმკურნალოს და თუ ეს ამ ქვეყანაში არ ხერხდება ეს მოხდეს უცხოეთში და აუცილებლად უნდა მოხდეს.
ერთია ციხეში ჯდომა და მეორეა, რომ არ უნდა მოკვდეს ეს ადამიანი ციხეში და ამიტომ მე ყველა ადამიანს, ყველას მოვუწოდებ მოწყალებისაკენ. თუ ჩვენი მოსახლეობა, თუ რიგითი ადამიანები, სათითაოდ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, რომ შეიწყალონ ადამიანი, რაც დღეს მას ჩვენი მხრიდან სჭირდება, მაშინ მმართველ გუნდს გავუადვილებთ ამოცანას”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
თაგები:
მეუფე ნიკოლოზი

მეუფე გრიგოლი – ძალიან დიდმა სიძნელეებმა და მოულოდნელმა ხიფათებმა არ უნდა დაგვამარცხოს, ჩვენ უნდა ვძლიოთ წუთისოფელს და ეს შესაძლებელია

მეუფე შიო – ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყველას უნდა შეურიგდე, ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩამოვიდეს ნებისმიერი კონგრესმენი, პარლამენტარი, დამიჯდეს და გვითხრას, რომ ეს ადამიანი არ უნდა შევიდეს ციხეში, ჩემი პასუხი იქნება მარტივი