
ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილი ყოველ მისვლაზე სულ უფრო გამხდარი და დაუძლურებული მხვდება, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა.
“რეალურად, რაც მე ვიცი და ჩემი თვალით მაქვს ნანახი, მისი ჯანმრთელობა სულ უფრო გაუარესების მდგომარეობაშია, ყოველ მისვლაზე სულ უფრო გამხდარი და დაუძლურებული მხვდება. ბოლო რამდენიმე მისვლაზე ლოგინში იწვა. ადრე ასე არ იყო.
არავინ მიიღოს ეს როგორც ღირსების შელახვა. ჩვენი ქვეყანა არ არის საკმარისად განვითარებული, შესაბამისად, სამედიცინო სამსახური არ არის ისე განვითარებული, როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებში, ვერ ისმება ყველა დიაგნოზი ჩვენს ქვეყანაში და ყველანაირი რეაბილიტაცია აქ ვერ ხერხდება“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს