მეუფე ნიკოლოზი – მქონდა პრეზიდენტთანაც საუბარი ადრე ამ შეწყალებაზე, მისი აზრი მაინტერესებდა


ავტორი
Front News საქართველო
მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მოინახულა.
“რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, მაშინაც და ახლაც მომეჩვენა, რომ ძალიან დასუსტებულია. შესაბამისი მკურნალობა უნდა, სხვანაირად არ გამოვა. მე ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ არსებობს ისეთი დაავადებები, რომლის მკურნალობა და რომლის გამოცდილება ჩვენს ქვეყანაში არ არის საკმარისი“, – აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.
მისი თქმით, მანამდე, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილთან ჰქონდა საუბარი, რომელმაც თქვა, რომ ის საზოგადოების ნებას გამოხატავს.
“მე მქონდა პრეზიდენტთანაც საუბარი ადრე ამ შეწყალებაზე, მისი აზრი მაინტერესებდა. საზოგადოებაში არის განსხვავებული აზრი შეწყალებასთან დაკავშირებით და პრეზიდენტმა მითხრა ასეთი რამ, რომ ის გამოხატავს ხალხის ნებას და არ შეუძლია მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მოსახლეობის რაღაცა ნაწილს მოეწონება და რაღაცა ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელი იქნება… ჩემი აზრით, ასეთი რანგის ადამიანი განსაკუთრებულად უნდა იყოს განხილული“, – აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.


მეუფე ნიკოლოზი – რასაც თვითონ ვერ შეძლებს, მე ღრმად მწამს, რომ ღმერთი დაეხმარება ამ ზიარების მადლით

მეუფე ნიკოლოზი – თუ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იქნება შინა პატიმრობაში, ეს ძალიან ხელსაყრელი იქნება ხელისუფლებისთვის

მეუფე ნიკოლოზი – დიდი იმედი აქვს, რომ მოხერხდება მისი გათავისუფლება, უკრაინაში უნდა გამგზავრება