მეუფე ნიკოლოზი – სიკვდილის პირას არის ნამდვილად, თუ მკვლელობის განაჩენი არ აქვს გამოტანილი, სასწრაფოდ გასაშვებია უცხოეთში


ავტორი
Front News საქართველო
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
“ვაზიარე და წამოვედი, ძალიან მაგვიანდება, სინოდის სხდომა იწყება. მე ასეთი არაფერი მინახავს, სააკაშვილი კი არა, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში, ვერ წარმოვიდგენდი თუ კიდევ შეიძლებოდა.
ისეთი გამხდარია, განლევაა უკვე კუნთების, გავგიჟდი, ღრმული აქვს ხელზე, იწვა, ძლივს ლაპარაკობს, თვითონაც მითხრა, რომ მე ასე ცუდად არ ვყოფილვარ. კიდევ მუცლის შიდა არეში აქვს ტკივილები დაწყებული. სიკვდილის პირას არის ნამდვილად, მე ცხოვრებაში, შემიძლია ღვთის წინაშე ვთქვა, რომ ტყუილი არ მითქვამს და არც ვიტყვი არასოდეს რაც არ უნდა მოხდეს, იმედი მაქვს. ტყუილს არ ვამბობ, ძალიან ცუდად არის.
თუ მკვლელობის განაჩენი არ აქვს გამოტანილი, სასწრაფოდ გასაშვებია უცხოეთში”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
თაგები:
მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზი – მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს და თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა, ე.ი. ვერ მოუწამლავს

მეუფე გრიგოლი – მარხვა არ არის თვითმიზანი, მარხვას ძალიან მნიშვნელოვანი შინაარსი აქვს და მიზანი აქვს, რისთვის მარხულობ

მეუფე ნიკოლოზი – ასე თუ გაგრძელდა და არაფერი შეიცვალა, ალბათ, რამდენიმე მისვლა მაქვს დარჩენილი მასთან, უბრალოდ მივალ და აღარ დამხვდება